მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობა, რეგულირება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით
11th July 2019

ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან – „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ – ერთად.
საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაა და ქვეყნის უზენაესი კანონი, კონსტიტუცია, პრეამბულაში აღნიშნავს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის პრიორიტეტს, სადაც უზრუნველვყილი იქნება ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, შესაბამისად, სახელმწიფოს პრიორიტეტია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის შექმნილი ინსტიტუტების დახვეწა, განსაკუთრებით სახელმწიფოს მიერ სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების პროცესში. ქვეყანაში განხორციელებულმა სისხლის სამართლის ლიბერალურმა პოლიტიკამ წინა პლამზე წამოწია სასჯელის მიზნებზე მსჯელობა, განსაკუთრებით, კი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასთან მიმართებით და საკითხის აქტიალობიდან გამომდინარე, წარმოდგენილ ესეში განხილულ იქნება მსჯავრდებული პირის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მნიშვნელობა, მიზნები და ის ღონისძიებები რაც აუცილებელია აღნიშნული პროცესის ეფექტურობისთვის. აღნიშნული საკითხის რეგულირება განხილულ იქნება, როგორც მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით. ამასთანავე ყურადღება დაეთმობა უცხოურ პრაქტიკას ხსენებული მიმართულებით და საბოლოოდ გაკეთდება დასკვნა, წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის გზების გათვალისწინებით.
რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ცნება და მიზნები ქართული კანონმდებლობის მიხედვით
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლში განსაზღვრული სოციალური სახელმწიფოს პრინციპი სასჯელის მიზნებთან მიმართებით გულისხმობს, რომ სასჯელის თითოეული მიზანი, საბოლოო ჯამში, მსჯავრდებულის რესოციალიზაციას უნდა იწვევდეს. ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია კი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ‐ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას, რომელიც ხორციელდება დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ, ხოლო პროგრამის მიზანია პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ ყოფილ პატიმართა ფსიქო‐სოციალური რეაბილიტაციის გზით დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის შემცირება, კერძოდ, ისეთი აქტივობების განხორციელება და მომსახურების შეთავაზება, რომელთა არარსებობა შესაძლებელია ზრდიდეს დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს, ხოლო მიწოდება ხელს უწყობს ამავე პირებს რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სირთულეების დაძლევაში.
რესოციალიზაციის განმარტებისას მნიშვნელოვანია გამოვყოთ თავსართი ,,რე“ და ლათინური წარმოშობის სიტყვა
,,სოციალიზაცია“, რაც ნიშნავს: ადამიანის საზოგადოების ნაწილად ქცევას, ადამიანის, ინდივიდის მიერ გარკვეული ცოდნის, ნორმების ფასეულობების სისტემის შეთვისების პროცესს, რაც საშუალებას აძლევს მას იქცეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, ასევე მოიცავს, როგორც პიროვნებაზე მიზანმიმართულ ზემოქმედებას (აღზრდა), ასევე სტიქიურ, სპონტანურ პროცესებს, რომლებიც გავლენას ახდენენ პიროვნების ფორმირებაზე. რესოციალიზაცია გულისხმობს დასჯილი ადამიანების სოციალურ ცხოვრებაში – საზოგადოებაში კვლავ ინტეგრირებას. შესაბამისად, დამნაშავის რესოციალიზაცია, ანუ გამოსწორება მოიაზრებს დამნაშავის პიროვნების ისეთ გარდაქმნას, როცა იგი აღარ არღვევს სისხლის სამართლის კანონს და პატივს სცემს ადამიანური თანაცხოვრების წესებს და მიზნად ისახავს საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ, პირის თანდათან საზოგადოებაში ინტეგრაციას პედაგოგიკის, მედიცინისა და
ფსიქოთერაპიის მეშვეობით. რაც შეეხება რეაბილიტაციას, იგი გულისხმობს კონკრეტული პროგრამის მეშვეობით კონკრეტული შედეგის მიღწევას.
მსჯავრდებულის რესოციალიზაცია უნდა განხორციელდეს, როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო სასჯელების გამოყენებისას. ხოლო რესოციალიზაციის პროცესი უნდა განხორციელდეს, როგორც სასჯელის მოხდის პროცესში, ისე სასჯელის მოხდის შემდეგაც. შესაბამისად, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პროცესს და სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის საქმიანობა მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ ხელი შეუწყოს მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის შემდეგ საზოგადოებრივ ცხოვრების პირობებთან ადაპტაციაში. სწორეს ამიტომ, სახელმწიფოს მოვალეობას წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში შეუქმნას მას ყველა პირობა, რათა იგი საზოგადოებაში დაბრუნდეს უარყოფითი შედეგების გარეშე, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქე, რომელიც ცხოვრებას დანაშაულის გარეშე გააგრძელებს.
რესოციალიზაციის მიზნის მიღწევა საკმაოდ რთული, კომპლექსური პროცესია, იგი სხვადასხვა ქმედებათა ერთობლიობით მიიწევა. კერძოდ: პატიმრობის კანონმდებლობით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლებების განხორციელება ერთ-ერთი ხელშემწყობია რესოციალისზაციისთვის. შესაბამისად, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბრალდებულის კანონით გათვალისწინებული ყველა უფლების რეალიზება.
პატიმრობის შესახებ კანონმდებლობით აღიარებულია ბრალდებულის უფლებები, ხოლო სახელმწიფომ აუციელებელია შექმნას ისეთი პირობები რაც გარანტირებულს გახდის ამ უფლებების განხორციელებას. როდესაც ვსაუბრობთ რესოციალიზაციაზე, აუციელებლია შენარჩუნებულ იქნეს მსჯავრდებულის კონტაქტი გარე სამყაროსთან, საზოგადოებასთან, რაც თავის თავში მოიაზრებს პაემნის უფლებას, სატელეფონო საუბრებსა და მიმოწერას, რომ მოხერხდეს ნათესავებთან და ახლობლებთან შეხვედრა და შესაძლებელი იყოს მუდმივი კონტაქტის დამყარება. მნიშვენლოვანია უზრუნველყოფილ იქნეს მსჯავრდებულის ისეთი უფლებები, როგოროცაა: საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, რათა არ მოხდეს მისი პიროვნების დეგრადირება და თავი იგრძნოს სრულფასოვან ადამიანად.
რესოციალიზაციის პროცესი ფაქტობრივად წარმოუდგენელია მსჯავრდებულისათვის კანონით გათვალისიწნებული ზოგადი და პროფესიული განათლების მიღების გარეშე, ვინაიდან განათლება არის რესოციალიზაციის პროგრამის ნაწილი და ამასთან აქვს მკაცრი აღმზრდელობითი ხასიათი. როგორც ენდროუ კოილი აღწერს, ციხეში მყოფი პირების უმეტესობას აქვე განათლების დაბალი დონე, ამიტომ სავარაუდოდ განათლების დაბალმა დონემ გავლენა მოახდინა მათ ცხოვრებაზე ციხეში მოსვლამდე და შეიძლება მათ მიერ დანაშაულის ჩადენაშიც დიდი როლი ითამაშა. შესაბამისად, განათლების მიღება აუციელბელია, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეთ რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისა, რომ განთავსიფულების შემდგომ ექნება განათლება/პროფესია, რაც დაეხმარება სამსახურის პოვნასა და შემოსავლის მოძიებაში. ამიტომ, როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული განათლების მიღება ერთ-ერთი საფუძველია რომ მსჯავრდებულმა შეძლოს საზოგადოებაში ინტეგრაცია იმ მიღებული ცოდნისგან, რაც მან სასჯელის მოხდის პერიოდში შეიძინა. მსგავს გამოცდილებას კი მჯავრდებული მიიღებს, თუ ის გარდა კითხვისა, დაკავდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობით ან სხვა საქმიანობით. მაგრამ აუცილებელია, მხედველბაში იქნეს მიღებული შესასრულებელი სამუშაოსა და პირის ფიზიკურ შესაძლებლობების შესაბამისობა და ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
მიუხედავად განათლებისა და პროფესიული ცოდნის მიღების მნიშვნელობისა, აღნიშნული მიმართულებით იკვეთევა სხვადასხვა პრობლემები როგორიცაა ,,ბენეფიციართა ჩართვის დაბალი მაჩვენებელი; მოტივაციის ნაკლებობა; ბენეფიციართა შორის პროგრამების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა; კურსების მოკლევადიანობა“, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არასებობა და ა.შ. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი განათლების მიღების შემთხვევაშიც კი შემდგომ უკვე არსებობს დასაქმების პრობლემები, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა ფაქტორებთან, როგორიცაა:
,,საზოგადოებაში არსებული სტიგმა, ნასამართლევის სტატუსი, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა ხანგრძლივი დროით (ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში)“ და ა.შ. შესაბამისად, ამ პრობლმების დაგაჭრა მოითხოვს უფრო მეტ რესურსსა და ეფექტური გზების მოძიებას, რაც დროთა განმავლოვაში უნდა შემუშავდეს და მეტი ყურადღება დაეთმოს.
ინფრასტრუქტურის არასებობა და ა.შ. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი განათლების მიღების შემთხვევაშიც კი შემდგომ უკვე არსებობს დასაქმების პრობლემები, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა ფაქტორებთან, როგორიცაა:
ასევე, რესოციალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია რეალიზებულ იქნეს მსჯავრდებულის უფლება მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში, სპორტულ, კულტურულ, აღმზრდელობით და რელიგიურ ღონისძიებებში, ყოველდღიურად იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე (ისარგებლოს გასეირნების უფლებით), რადგან ყოველივე აღნიშნული მნიშვნელოვანი ფუნდამეტია რესოციალიზაციის მიზნის მიღწევის.
საქართველო რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამების კვალდაკვალ
აღსანიშნავია, რომ საქართველოში აღიარებენ რა მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მნიშვნელობას არამარტო მოქმედი კანონმდებლობით, არამედ კონკრეტული მიმართულების პროგრამების დაგეგმვა- განხორციელებით. ქვეყნის იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2012 წლის ბოლოს დაიწყო ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა, რომლის მიზანიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად დაბრუნება და განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებაა. გათავისუფლებამდე 1-3 თვით ადრე დანაშაულის პრევენციის ცენტრის სპეციალისტები პენიტენციურ დაწესებულებებში ხვდებიან მსჯავრდებულებს და აწვდიან ინფორმაციას პროგრამის და სერვისების შესახებ და სპეციალისტები ყოფილ პატიმრებთან მუშაობენ 2 წლის განმავლობაში, ხოლო პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ პირები, რომლებიც წარსულში იხდიდნენ სასჯელს ან აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პენიტენციურ დაწესებულებაში. სოციალური სამუშაოს სპეციალისტები ბენეფიციართა საჭიროებებს გამოკვეთენ ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასების საფუძველზე და საჭიროებებიდან გამომდინარე, რთავენ სარეაბილიტაციო პროგრამებში. მნიშვნელოვანია ასევე ყურადღება გავამახვილოთ მხარდაჭერის ქსელზე. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებამდე ფასდება პატიმრის ოჯახი და ის გარემო სადაც მან უნდა გააგრძელოს თავისი ფუნქციონირება. მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი საცხოვრებელი ადგილის ჩათვლით, იქნება ეს პირადი სივრცე თუ სოციალური კაპიტალი. რამდენად მზად არიან ოჯახის წევრები თუ ახლობელი ადამიანები მიიღონ გააანალიზონ და მხარი დაუჭირონ ყოფილ პატიმარს, დაეხმარონ მას სოციუმთან ადაპტირებასა და საკუთარი თავის კლავ დამკვიდრებაში.
პროგრამის ფარგლებში აღსანიშნავია, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში დაფუძნდა სამკერვალო საწარმო, რომელშიც 25 მსჯავრდებული ქალი დასაქმდა. ასევე, შეიქმნა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ იზრუნონ როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ორივე პროექტი მსჯავრდებულებს სთავაზობს სხვადასხვა პროფესიულ და სახელობო პროგრამებსაც.
რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია საერთაშრისო სტანდარტების მიხედვით
მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ არამხოლოდ ეროვნულ რეგულირებაზე ასევე საერთაშორისო სტანდარტებზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ თავისუფლებააღკვეთილ ადამიანს უნდა მოეპყრან მისი უფლებების სრული პატივისცემით, ხოლო „სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის, ან ნებისმიერი მსგავსი ღონისძიების დანიშვნის მიზანი, საბოლოო ჯამში, უნდა იყოს საზოგადოების დაცვა დანაშაულისაგან და რეციდივის შემცირება, რომლის მიღწევაც შესაძლებელია, თუკი ციხეში გატარებული პერიოდი შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს გათავისუფლების შემდეგ ამ პირთა საზოგადოებაში რეინტეგრაციას“. სწორედ ამიტომ პენიტენციალურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილ უნდა იყოს „განათლება, პროფესიული სწავლება და მუშაობა, სხვა ხელმისაწვდომი სათანადო სახის აღმზრდელობითი, მორალური, სულიერი, სოციალური და ჯანდაცვასთან დაკავშირებული და სპორტული ხასიათის დახმარების სახეები“, ხოლო პატიმრებთან ურთიერთობა მიზნად უნდა ისახავდეს მათი საზოგადოებასთან ინტეგრირების მცდელობას სოციალური რეაბილიტაციის გზით.
შესაბამისად, სახელმწიფო მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესში განხორციელებული ქმედებებისას უნდა ხელმძღვანელობდეს ზემოთხსენებული საერთაშორისო სტანდარტებით, რაც უფრო ეფექტურს ხდის დასახული მიზნის მიღწევას.
რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესი ნორვეგიაში
ნორვეგიაში საკმაოდ დიდ ყურდღეებას უთნობენ მსჯავრდებულის რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციას. სწორედ ამიტომ სახელმწიფოს სასჯელის მოხდის პროცესი და პირობები ისე აქვს შემუშავენული, რომ მსჯავრდებულმა არ იგრძნოს თავი საზოგადოებისგან გარიყულად და შემდგომ მარტივად დაბრუნდეს სოციუმში. ნორვეგიის პენიტენციურ სისტემაში მოქმედებს ე.წ. ,,ნორმალიზაციის პრინციპი“, რომლის მიხედვითაც სასჯელი გამოიხატება თავისუფლების შეზღუდვაში, თუმცა სხვა უფლებები პირს არ ერთმევა და ამიტომ სამართალდამრღვევს, რომელსაც სასჯელი მიესაჯა, აქვს ყველა ის უფლება, რაც ნორვეგიაში მცხოვრებ სხვა ადამიანებს; ასევე არავინ იხდის სასჯელს უფრო მკაცრ პირობებში, ვიდრე ეს საზოგადოების უსაფრთხოებას სჭრიდება და ცხოვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მაქსიმალურად გაქვს ცხოვრებას მის გარეთ. რეაბილიტაციის გადამწყვეტ სერვისებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებს გარედან აწოდებენ ადგილობრივი და მუნიციპალური მიმწოდებლები, შესაბამისად შემოტანა ხდება საზოგადოებიდან, რაც უზრუნველყოფს როგორც სერვისების მიწოდების უწყვეტობის ხელშეწყობას, ასევე პენიტენციურ სისტემაში საზოგადოების ჩართულობასა და პატიმართა იმიჯის გაუმჯობესებას. ხოლო მთავრობამ, თავის მხრივ რეინტეგრაციის გარანტია მისცა იმ პირებს, ვინც სასჯელი მოიხადა. ამიტომ მათ გარანტირებულად ექნებათ დასაქმებისა და განათლების მიღების საშუალება, საცხოვრისი, შემოსავალი, მიეწოდებათ ჯანდაცვისა და დამოკიდებულების მკურნალობის სერვისები და ვალის მართვის კონსულტაცია.
ის, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში ძირითადი აქცენტი პიროვნების ინტერესსა და რესოციალიზაციაზეა გადატანილი, ადასტურებს ნორვეგიის ქალაქ ჰალდენში არსებული ციხე, რომელიც მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილმოწყობილ და ჰუმანურ სასჯელაღსრულებით დაწესებულებად. ვინაიდან აღნიშნული ციხე განკუთვნილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი მსჯავრდებულებისათვის, რომელთათვის შესაბამისად გამოყენებულია სასჯელის მკაცრი ზომა, ციხე არის კეთიმოწყობილი. რაც გამოიხატება იმაში, რომ გარშემორტყმულია 30 ჰ. ტყით, სადაც მსჯავრდებულებს უფლება აქვთ ისეირნონ ზედამხედველობის გარეშე. ხოლო საკანში ყოფნა მსჯავრდებულს ევალება საღამოს 8:30-დან დილის 7:00-მდე. დანარჩენ დრო კი შეუძლია მუშაობას დაუთმოს და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. ციხეში არის ყოველგვარი პირობა შექმნილი, რომ მსჯავრდებულებმა თავად მოამზადონ საკვები. მსჯავრდებულს ასევე ეძლევა კვირაში სამი სატელეფონო საუბრის უფლება და რაც მთავარია, ძალიან იშვიათია პატიმრებსა თუ პატიმრებსა და ციხის ადმინისტრაციას შორის კონფლიქტის ფაქტები.
შესაბამისად, ნორვეგია ორიენტირებულია მსჯავრდებულის რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციაზე, რათა სასჯელის მოხდის შემდგომ საზოგადოებას დაუბრუნდეს სრულფასოვან წევრად, რომელიც უკვე მიღებული გამოცდილებით შეძლებს გააგრძელოს ცხოვრება და ხელი აიღოს დანაშაულის ჩადენაზე. ამ პროცესში, კი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სახელმწიფოც და საზოგადოებაც კომპექსურად არიან ჩართულნი.
დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსჯავრდებული პირის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია მეტად მნიშვნელოვანია დანაშაულის რეციდვის პრევენციისა და მსჯავრდებულის საზოადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნებისთვის. კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის წარმატებული რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია კი მრავალი ფაქტორის ერთობლიობაზეა დამოკიდებული: ლიბერალური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა, სახელმწიფო უწყებათა ეფექტიანი ფუნქციონირება, საზოგადოების წევრების მხარდაჭერა და სხვ. როგორც ზემოთ განვიხილეთ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და მნიშვნელოვანი პროგრამები შეიმუშავა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისთვის, თუმცა არსებობს ხსენებული პრობლემები, როგორც პროგრამებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის ნაკლებობის თვალსაზრისით, ასევე ბენეფიციართა დაბალი მოტივაციისა და კრიმინალური სუბკულტურის მიხედვით, რაც საჭიროებს მოგვარებასა და ეფექტური გზების მოძიებას. რაშიც იგულისხმება კანონმდებლობის დახვეწა, ბენეფიციართა პროგრამებზე ხელმისაწვდომობისა და შესაბამისად აღნიშნული მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდა, ასევე ფსოქოლოგებისა და სოციალური მუშაკების მეტი ჩართულობა და მათი რაოდენობის გაზრდა. მნიშვნელოვანია სასჯელის მოხდის პერიოდი მსჯავრდებულის მიმართ არ მოხდეს სხვა უფლებების არაკანონიერი შეზღუდვა ან/და წართმევა და სასჯელის მოხდის პირობები ემსახურებოდეს მის პიროვნულ განვითარებას. ამიტომ აღნიშნული მიმართულებით გასათვალისწინებელია უცხოური პრატიკა, მაგალითად როგორც განვიხილეთ ნორვეგიის. ასევე მნიშნველოვანია, რომ ყოველ ეტაპზე გათვალისწინებულ იქნეს საერთაშორისო სტანდარტები. ეფექტური კომპლექსური პროცესების წარმართვით კი საბოლოოდ შესაძლებელია მსჯავრდებულის რესოციალიზაცისა და რეაბილიტაციის მიზნის მიღწევა და პირის საზოგადოებაში სრულფასოვად წევრად დაბრუნება, რაც დადებითად აისახება და მკვეთრად შეამცირებს ქვეყანაში დანაშაულთა მაჩვენებელს.
For English please visit the following link: https://www.penalreform.org/blog/the-meaning-of-rehabilitation-resocialization-and-its-regulation-based-on-national-and-international-standards/
გამოყენებული ლიტერატურა
- ი.ვარძელაშვილი, სასჯელის მიზნები
- ნ. ღონღაძე, ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია: საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა
- მსჯავრდებულთა საგანმანათლებრლო-სარეაბილიტაციო პროცესი პენიტენციურ სისტემაში, სამაგიდე კვლევა
- 4. ნ. ღონღაძე, ნ. ბარათაშვილი, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციის პროცესის ანალიზი,
- გ. არსოშვილი, დამნაშავის რესოციალიზაცია,
- T. Lüth, Resozialisierung von Ausländern im Strafvollzug. Gesetzliche Grundlagen der Resozialisierung im Strafvollzug und deren Verwirklichung in der Praxis unter Berücksichtigung von ausländerrechtlichen Beschränkungen, Diplomarbeit
- 1 მ. შალიკაშვილი, გ. მიქანაძე, მ. ხასია, სასჯელაღსრულების სამართალი
- ა, ლეკიაშვილისა, ს. დანელიას, პრობაციის როლი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების მნიშვნელობა დამნაშავის რესოციალიზაციის პროცესში.
- http://prevention.gov.ge/page/287/geo?fbclid=IwAR2Caegj2JtAnnr01bueclfthzLtsUTtsTtCJ8CnFy57KEOkQxqbx0qdIEs
- http://sps.gov.ge/ka/media/arqivi/article/18952-1415304000.html?fbclid=IwAR0Ta3mfzZtF_VSVHOhfVyQKNjXGXgs89yjZ7- xb9H5ydkEqqAfsQPsj53I
- გერმანიის ფედერაციული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები
ნორმატიული მასალა
- საქართველოს კონსტიტუცია
- პატიმრობის კოდექსი
- გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები პატიმრებთან მოპყრობის შესახებ
- დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა და მისი განხორციელების წესი
Comments
South Caucasus Regional Office, 03rd Jul 2020 at 14:18
This blog is part of a series that discusses pressing issues in Georgia’s criminal justice system. All of the blogs are posted by external authors and do not necessarily represent the views of Penal Reform International.
იოსები, 11th Mar 2021 at 05:38
გამარჯობათ მე კოფილი პატიმარივარ კველა ზემოთ ნახსენები პრობლემებით. არგამაჩნია მუდმივი საცხოვრებელი , სტაბილური შემოსავალი . ჩემი მდგომარეობა მიბიძგებს ისევ დანაშაულის ჩადენისკენ რომელიც მართლა არმინდა მაგრამ ზოგჯერ სხვა გზას ვერვხედავ .არვიცი შეგიძლიად თუ არშეგიძლიად ჩემი დახმარება მე მაინც ვცადრ