ციხეების მონიტორინგი საქართველოში კოვიდ-19-ის დროს
17th June 2020
საქართველოს სისხლის სამართლის პოლიტიკა არ არის ლმობიერი. ქვეყანას აქვს სადამსჯელო მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ფართოდ არის მხარდაჭერილი, და ასევე მოთხოვნილი, ფართო საზოგადოების მიერ. ბევრი მიესალმება ინფორმაციას როდესაც ზოგიერთ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად ეფარდება თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. მაგრამ ახლა, 2 თვემდე ვადით საკუთარ სახლებში იძლებით გამოკეტილი ადამიანები ახალ პერსპექტივას იძენენ. მათ გაიაზრეს, რომ „პატიმრობა“ თუნდაც სახლის პირობებში, საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად, ინტერნეტით, სმარტფონებით და ტელევიზორით, რთულია.
ვიმედოვნებ, რომ ადამიანები შეიცვლიან აზრს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და მკაცრი სისხლისსამართლებრივი სანქციების მიმართ მას შემდეგ, რაც კოვიდ-19-ის შედეგად აღმოჩნდნენ კარანტინში. ახლა ყველამ ვიცით, რომ ჩვენს თავისუფლებაზე შეზღუდვების დაწესება მარტივი არ არის. სანქციების პროპორციულობის დაანგარიშებისას ბევრად უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ სინამდვილეში რას ნიშნავს ადამიანის მიერ ციხეში გასატარებელი თითოეული დღე.
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში მყოფებს გვაქვს მანდატი ვიმოქმედოთ როგორც ქვეყნის პრევენციის ეროვნული მექანიზმი და მაშასადამე, შესაძლებლობა გვეძლევა მოვინახულოთ თავისუფლების აღკვეთის ადგილები წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენციის მიზნით. ჩვენ ასევე ვიძიებთ პატიმართა ინდივიდუალურ საჩივრებს არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. 2020 წლის 16 მარტიდან, კოვიდ-19-ით გამოწვეული გლობალური პანდემიის საპასუხოდ, ჩვენი ოფისი გადავიდა მუშაობის სოციალური დისტანცირების სავსებით ახალ მოდელზე. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი პერიოდი და არსებობდა რისკი იმისა, რომ ჩვენი საქმიანობა შეიძლება დამუქრებოდა იმ ადამიანთა ჯანმრთელობასა და უფლებებს, ვის დაცვასაც ჩვენ ვცდილობთ. საქმიანობა იმგვარად უნდა წაგვემართა, რომ ის ზიანის მომტანი არ ყოფილიყო, ამიტომ დავიწყეთ უსაფრთხოების ზომების შესახებ შიდა სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება და შეძენილი იქნა ისეთი დამცავი საშუალებები, როგორიცაა ნიღბები და ა.შ.
საქართველოში, 4000-ზე მეტი პატიმარი (ციხის მთლიანი პოპულაციის დაახლოებით 40%) გადანაწილებულია სამ უზარმაზარ ნახევრად-ღია პენიტენციურ დაწესებულებაში. ციხეები ძირითადად მართულია ე.წ. „მაყურებლების“ მიერ. „მაყურებლები“ ან „არაფორმალური მმართველები“ არიან გავლენიანი პატიმრები, რომელნიც აქტიურად უშლიან ხელს პატიმრებს გამოთქვან და გააჟღერონ საკუთარი პრობლემები ჩვენ წინაშე. ამგვარად, ციხეებში პრევენციული ვიზიტები და მათი დეტალური მონიტორინგი აუცილებელია წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სხვა ფორმების აღმოჩენისა და აღკვეთისთვის. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მონახულება ჩვენ გვაძლევს შესალებლობას აღმოვაჩინოთ პრობლემები, ვიკისროთ parens patriae ფუნქცია და ვისაუბროთ „მდუმარე“ პატიმრების სახელით.
თავიდანვე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება არ შეგვეწყვიტა ინდივიდუალური ვიზიტები „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ საინფორმაციო ფურცელში – “კორონავირუსი: ციხეში მყოფ პირთა ჯანდაცვა და უფლებები” არსებული რეკომენდაციის შესაბამისად, სადაც ხაზგასმულია კოვიდ-19 პანდემიის დროს დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანოების მიერ ვიზიტების განხორციელებაზე ნებართვის დაშვების აუცილებლობაზე. ორი თვის განმავლობაში ჩვენ შევძელით 100-ზე მეტ პატიმართან შეხვედრა, ვიყენებდით რა შუშის ბარიერებს და სხვა საშუალებებს რისკის შეძლებისდაგვარად შესამცირებლად.
პრევეციის ეროვნული მექანიზმის რეგულარული ვიზიტები გადაიდო კოვიდ-19-ით გამოწვეული პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით წარმოშობილი გამოწვევევების გათვალისწინებით – ამის ნაცვლად, ჩვენ დავგეგმეთ და დავნერგეთ ახალი მიდგომები კარანტინში მყოფი თავისუფლების აღკვეთის ადგილების მონიტორინგის განსახორციელებლად (მაგ. დისტანციური მონიტორინგი). კოვიდ-სპეციფიკური სიტუაციების გათვალისწინებით ჩვენ შევიმუშავეთ მონიტორინგის სპეციალური ინსტრუმენტები დახურული დაწესებულებებისთვის (ჯანმრთელობის პროფილაქტიკური მექანიზმები, გადატვირთულობა და ა.შ.), განსაკუთრებით ციხეებში იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენს მიერ განხორციელებულ მონიტორინგს ზიანი არ მიეყენებინა თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის.
კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები უნიკალურია და არავის არ გააჩნდა ცოდნა და წინდახედულობა გამკლავებოდა ამ ახალ ვირუს. შესაბამისად, ჩვენ გვსურს ვიმუშაოთ სახელმწიფო სტრუქტურებთან გამჭვირვალე და ხშირი დიალოგის გასამართად და რეკომენდაციების მოსამზადებლად, რაც მაქსიმალურად დაეხმარებოდა მათ ადამიანთა დაცვაში. ამჟამად, ვაღწევთ პროგრესს ჩვენი მიზნების მისაღწევად, უკვე შევიმუშავეთ მონიტორინგის ყველა ინსტრუმენტი და განვახორციელეთ ვიზიტების ნაწილი. ახლა, ჩვენ ვამზადებთ ანგარიშებს და რეკომენდაციებს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის. ჩვენი მიზანია უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს ყველაზე დიდ თავისუფლების აღვეთის დაწესებულებებში ადამიანთა მაქსიმალური დაცულობა და მათი უფლებების შესახებ ხმამაღლა საუბარი.
როდესაც ვამბობ „ჩვენ“ მე ვგულისხმობ ჩემს კოლეგებს. პრევენციის ეროვნული მექანიზმის 7 თანამშრომელი და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის პერსონალი უყოყმანოდ და საკუთარ უსაფრთხოებაზე წუხილის გარეშე ახორციელებს დახურული დაწესებულებების მონახულებას. დარწმუნებული ვარ, თანამშრომლების ამ მოტივაციისა და მისწრაფების წყალობით საქართველოში პატიმრების უფლებებისთვის „ჩვენ“ შევძლებთ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას.
Comments
South Caucasus Regional Office, 03rd Jul 2020 at 14:09
This blog is part of a series that discusses pressing issues in Georgia’s criminal justice system. All of the blogs are posted by external authors and do not necessarily represent the views of Penal Reform International.